მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა
1586256662
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების შერბილების რეკომენდაციას არ აძლევს. იგი აფრთხილებს სახელმწიფოებს, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია და ეს სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ახლა მკაცრი ზომების შენარჩუნებაა, არ უნდა მოხდეს მათი ნაადრევი შერბილება",- განაცხადა WHO-ს სპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ბრიფინგზე.

"ეს იგივეა, რაც ავადმყოფი ადამიანი ნაადრევად წამოდგეს საწოლიდან და გარეთ გავიდეს. თავს რისკის ქვეშ დააყენებთ, რომ გართულებები შეგექმნებათ", - აღნიშნა სპიკერმა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,4-მლნ-მდეა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 76 000-ს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.