მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა
1583944851
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID - 19 პანდემიად გამოაცხადა.

"მივედით დასკვნადე, შეფასდეს, როგორც პანდემია", - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსი უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის 24 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 24 დაინფიცირებულს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

პანდემია არის მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში ხალხის გარკვეული რაოდენობა კონკრეტული ვირუსით ინფიცირდება. უახლესი პანდემია დაფიქსირდა 2009–2010 წლებში და მისი გამომწვევი იყო HINI ვირუსი ანუ ღორის გრიპი. წარსულში გრიპის პანდემიის გამომწვევი იყო სხვადასხვა ტიპის ვირუსები, ასეთი იყო ფრინველის გრიპი, ეს იყო მძიმე ფორმა გრიპის, რომლის შემთხვევებიც ლეტელურად დასრულდა.