მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო კორონავირუსის მუტაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1593847488
COVID-19

COVID-19-ის ინფექცია მუტაციას კვლავ განიცდის, თუმცა ვირუსი მეტად აგრესიული აღარ გამხდარა“,- ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტმა მარია ვან კერკოვემ განაცხადა.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში მეცნიერები იკვლევენ კორონავირუსის გენომის ჯაჭვებს, რომელთა რიცხვი 50 000-ზე მეტია.

თებერვალში დაფიქსირდა კორონავირუსის მუტაცია - D614G. ის აღმოჩნდა ადრეულ ნიმუშებში ევროპაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ასევე ჩინეთის ქალაქ უჰანში. კორონავირუსის ნიმუშების დაახლოებით 29% -ს ეს მუტაცია აქვს.

ჯანმო-მ კოროვირუსული მუტაციების საკითხზე სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. როგორც კერკოვე ღნიშნავს, მუტაციები ვირუსისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

ჯანმო-ს ექსპერტების თქმით, ეს არის ვირუსი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში შეიქმნა და დიდი განსხვავებაა მის ქცევაში ლაბორატორიასა და ადამიანის სხეულში.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების 11 000 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 529 212 ადამიანი.