მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-მ კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის სავარაუდო თარიღი დაასახელა

ვაქცინის ნიმუშის კვლევა
1595227886
COVID-19

„კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყოს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორის მოადგილემ სუმია სვამინატანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკურ კვლევებს 20-მდე ვაქცინა გადის და იმედია, რომ მათი ცდები წარმატებით დასრულდება. როგორც მან აღნიშნა, ცდების საბოლოო შედეგები მომავალი წლის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

„ის ფაქტი, რომ ვირუსის ანტისხეულები შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ გაქრეს, არ ადასტურებს იმას, რომ ადამიანს ვირუსზე იმუნიტეტი არ ჰქონია. იმედი მაქვს, ცდები წარმატებით ჩაივლის“, - აღნიშნა სვამინატანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 133 პოტენციური ვაქცინა მზადდება. მათგან 10-20 უკვე კლინიკური კვლევების ფაზაშია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.