მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსი პირველ მტრად რჩება

მსოფლიო ჯანდაციოს ორგანოზაციის პრეზიდენტი კორონავირუსისი წამალზე კომენტარს აკეთებს
1594668045
COVID-19

„ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით წავიდა“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი აცხადებს. მის განცხადებას BBC ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სხადასხვა ქვეყნის მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსული პანდემია კიდევ უფრო გაუარესდება, თუ ისინი დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ.

მისი თქმით, შემთხვევების საშიში ზრდაა იმ ქვეყნებში, სადაც რისკის შემცირების ზომები არ განხორციელებულა ან არ ხორციელდება.

„ვირუსი კვლავ რჩება ნომერ პირველ მტრად, მაგრამ ბევრი მთავრობისა და ხალხის ქმედებები არ ასახავს ამას“,- აღნიშნა გებრეისუსმა.

ტედროს გებრეისუსის თქმით, „ლიდერების შერეული შეტყობინებები“ საზოგადოებას ნდობას უკარგავს პანდემიის კონტროლის განხორციელების მცდელობებში.

მიუხედავად იმისა, რომ მას ლიდერების სახელები არ უხსენებია, როგორც BBC წერს, შეიძლება ამაში მოიაზრება აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვები, რომლებმაც ფართოდ გააკრიტიკეს პანდემიის მართვისთვის.

მისი თქმით, პანდემიის გაგრძელების ერთად ერთი გზა ძირითადი რეკომენდაციების შეუსრულებლობაა.

„ის უფრო და უფრო გაუარესდება“,- დასძენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 13 135 134 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ.