მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ საქართველოსთვის იდეალური ვაქცინაა“ - ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი
1617105812
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი Facebook-ის პირად გვერდზე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ლოჯისტიკის თვალსაზრისით აღნიშნული კოვიდვაქცინა საქართველოსთვის იდეალურია. 

მედიკოსი განმარტავს, რომ ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა ფასითაც ხელმისაწვდომია.

გეგეჭკორის თქმით, ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია.

„საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა, ლოჯისტიკის თვალსაზრისით და შედეგებით, არის Johnson & Johnson-ი. ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმენელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია.

სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩეს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson & Johnson-ი ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩინური სინოფარმი, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა“, - აცხადებს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო. საქართველომ „ფაიზერის“ ვაცქინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „დაველოდებოდი ჩინური ვაქცინის ავტორიზაციას და ამის შემდეგ დავიწყებდი აცრას“ - აკაკი ზოიძე

✔️ „კვირის ბოლოს ველოდებით ჩინურ ვაქცინას“ - ჯანდაცვის მინისტრი

✔️ „ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით ივლისიდან გადავალთ“ - ამირან გამყრელიძე

✔️ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები კოვიდვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ