მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრება არ იგეგმება

თბილისი მერი ბრიფინგზე 2020
1586282814
COVID-19

თბილისის მერმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრმა კახა კალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე „მოამბის“ კითხვებს უპასუხა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრება არ იგეგმება.

თბილისის მერმა აგრარლ ბაზრებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ბაზრობებს ფუნქციონირების საშუალება მიეცემა.

მანამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისთვის სტანდარტები შეიმუშავა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ისინი მუშაობას გააგრძელებენ.

"მიღებებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. მხოლოდ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას გააგრძელებენ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები უკვე განთავსებულია სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე.