მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
1603737680
COVID-19

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალური ქსელით ავრცელებს.

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID-19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, - წერს კახა კუკავა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 11 370 და გარდაცვლილია 215 ადამიანი.