მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ლენჯერი, კორონა
1600415174
COVID-19

კახეთში კოვიდინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში გაკეთდა.

მათივე ცნობით, ერთი მათგანი ლაგოდეხს, მეორე კი სოფელ მატანს უკავშირდება.

„საუბარია ლაგოდეხში, გელაშვილების კლასტერზე, რომელიც აჭარიდან შემოტანილი შემთხვევაა. მატანში კი, გორში გამართულ ქორწილში მყოფი პირის კონტაქტს დაუდასტურდა“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ჯამში, რეგიონში კოვიდინფექციის 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დღეს, 18 სექტემბერს კოვიდინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.