მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში სამხედრო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1601453778
COVID-19

კახეთში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულებს შორის ერთი სამხედრო პირია.

ის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობს და თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების მოძიებას ინტენსიური რეჟიმით ცდილობენ.

PCR კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუფიქსირდა ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცსაც, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს. ის სპეციალიზირებულ კლინიკაში თბილისში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს, აქ ვირუსი ე.წ გორის ქორწილის კლასტერიდან კონტაქტის ორ კონტაქტს აღმოაჩნდა. PCR ტესტის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ორივე მათგანი 14 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ მკურნალობა სავარაუდოდ, ადგილზე ჩაუტარდებათ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ინფიცირების 56 შემთხვევა გამოვლინდა.