მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყარაჯალარში მცხოვრებ ქალს ჯილეხი და კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაბორატორია
1597241585
COVID-19

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს ჯილეხის დაავადება და კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. პაციენტს ორივე დიაგნოზი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაუსვეს. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი პაპუნა ბახტაძე ადასტურებს.

„ყარაჯალარიდან შემოყვანილ 43 წლის ქალს, მარცხენა ხელის ცერა თითზე ჰქონდა შავი ფუფხით დაფარული წარმონაქმნი, როემლიც ტიპური ჯილეხისთვისაა დამახასიათებელი, აგრეთვე მაღალი ტემპერატურა. რადგან პაციენტი მაღალი რისკის ზონიდან იყო, კორონავირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდა და ინფიცირება დაუდასტურდა“, - აღნიშნა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ღრმა კვლევების ფარგლებში 4 დღის წინაც ჰქონდა გაკეთებული და მაშინ კვლევის პასუხი უარყოფითი იყო.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 278 ფაქტია დაფიქსირებული. გარდაცვლილია 17 ადამიანი.