მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარანტინიდან გამოშვებულ ნინოწმინდელ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის დადებითი პასუხი
1591257794
COVID-19

44 წლის კაცს, რომელის საკარანტინე ზონიდან გამოუშვეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მედიას ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა დაუდასტურა.

პაციენტი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ოჯახის ოთხი წევრი კი ახალციხეში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

სოფელ ყაურმის მკვიდრი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, კარანტინში მოათავსეს.

ორკვირიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ კი გამოუშვეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო. ორი დღის შემდეგ სასწრაფო დახმარების მრიგადამ მამაკაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივს თითქმის ყველა თანასოფლელთან ჰქონდა კონტაქტი. ამის გამო სოფელი იზოლირებულია. მოქალაქეებს ყაურმის დატოვების უფლება არ აქვთ.

სოფელში მცხოვრებ 271 პირს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს.