მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი ყოველ 15 წამში ერთ ადამიანს კლავს 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
1596609671
COVID-19

მსოფლიოში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, 700 000-ს გადააჭარბა.

როგორც „როიტერი“ წერს, ფატალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და მექსიკაში ფიქსირდება.

მედიასაშუალების ცნობით, ყოველ 24 საათში Covid-19-ით 5 900, საათში 247, 15, წამში ერთხელ კი 1 ადამიანი იღუპება.

ამ დროისთვის, კოვიდვირუსმა 18 708 865 ადამიანი დააინფიცირა, თუმცა 11 925 746 გამოჯანრთელდა.

stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა, საერთო ჯამში კი გამოჯანრთელებულთა რიცხვი 974-მდე გაიზარდა.

დღესვე კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი დადასტურებულია კოვიდის 1197 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 17.

ცნობისთვის, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 7066 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 294 პაციენტი.