მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი შესაძლოა სუნთქვის დროსაც გავრცელდეს

კორონავირუსის გამანეიტრალებელი საშუალება
1600704509
COVID-19

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა თავის ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსი შეიძლება გავრცელდეს რესპირატორული წვეთების ან მცირე ნაწილაკების საშუალებით, რომლებიც წარმოქმნება მაშინაც კი, როდესაც ადამიანი სუნთქავს. ამის შესახებ CNN წერს.

„COVID-19 ყველაზე გადამდები და ადვილად გავრცელებადია“, - წერია საიტზე.

CDC-ის მოწოდებაა, ადამიანებმა დისტანციის მანძილი გაზარდონ, ჰიგიენა დაიცვან, ატარონ პირბადე, ინფიცირებული უნდა იყოს იზოლირებული, ხალხი კი, შინ დარჩეს. აგრეთვე, გამოიყენონ ჰაერის გამწმენდები მიკრობების შემცირების მიზნით.

ასევე წერია, რომ პირბადე სხვა პრევენციულმა ზომამ არ უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც უცხოური გამოცემა წერს, მეცნიერები თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ჰაერში ვირუსული ნაწილაკების საშუალებით კორონავირუსის გადაცემის ალბათობა იყო და ჯანდაცვის სააგენტოების ამის აღიარებისკენ უბიძგებდნენ.

აპრილში პრესტიჟული სამეცნიერო კოლეგია ამბობდა, რომ კორონავირუსის გავრცელება შეიძლება არა მხოლოდ ცემინების და ხველების დროს, არამედ საუბრის და შესაძლოა სუნთქვის დროსაც კი.