მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ყაზბეგს უკავშირდება

გერგეთის სამება
1597391479
COVID-19

კორონავირუსის 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 11 ინფიცირებულ პირებთან კონტაქტებია და ყაზბეგის რეგიონს უკავშირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ახალ შემთხვევებში ექვსი არის ე.წ. ლენჯერის კლასტერი, 11 არის კონტაქტირებული ინფიცირებულებთან და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. აგრეთვე, ორი არის იმპორტირებული შემთხვევა, რომლებიც მძღოლები არიან“, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“ კომენტარში.

დანარჩენი 4 პაციენტიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3 შემთხვევის წყაროს მოძიება მიმდინარეობს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ძალიან ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 2800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში და დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1306-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 1085 და გარდაცვლილია 17 პაციენტი.