მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1597044132
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 1 წყარო გაჩიანია, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევა, 1 აფხაზეთიდან გადმოყვანილია, 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

„გვაქვს პერიოდული მატება, პერიოდული შემცირება - ეს მოსალოდნელია. მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ კოვიდი არსად წასულა, ჩვენთან ერთად არის. აუცილებელია რეგულაციების თანმიმდევრული შესრულება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

„დღევანდელი მონაცემებით ჩვენს კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია. როგორც კოვიდის მიმდინარეობით, ასევე თანარსებული დაავადების გათვალისწინებით. შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პროგრესირება კლინიკაში შემოსვლის შემდეგ არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 კოვიდინფიცირებული კი, განიკურნა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1010 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.