მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გადაცემის ახალი გზა დასახელდა

პირბადიანი ქალი
1586201530
COVID-19

კორონავირუსი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე ჩვეულებრივი სუნთქვის ან საუბრის დროსაც გადავიდეს. ამის შესახებ ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ჯერჯერობით, ამერიკის ჯანდაცვის სააგენტოები კორონავირუსის გავრცელების გზად მხოლოდ წვეთოვან გადაცემას ასახელებენ. მათი თქმით, ნერწყვის ნაწილაკები, რომელიც კორონავირუსის ბაქტერიებს შეიცავს ერთი მეტრის რადიუსზე ვრცელდება, როცა დაავადებული ადამიანი აცემინებს ან ახველებს. თუმცა, თუ ჰაერში, რომელსაც ადამიანი ჩაისუნთქავს ვისრუსის კონცენტრაცია საკმარისია, მაშინ მისი გავრცელება შესაძლებელი ხდება. ეს ფაქტი ჯანმრთელი ადამიანების მიერ პირბადის ტარებას ამართლებს.

მიუხედავად ინფექციონისტის განცხადებისა, კორონავირუსის ჰაერით გადადების გზა, სხვა სპეციალისტების მიერ ჯერჯერობით აღიარებული არ არის.