მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა - ინფიცირების შემთხვევებმა 31 მლნ-ს გადააჭარბა

კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა
1600598882
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 31 მლნ-ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის ჯამში ინფიცირების 31 020 220 ფაქტია დადასტურებული. ასევე გაიზარდა ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობაც, რომელიც ბოლო მონაცემებით, 962 007-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებლით კვლავ ამერიკა ლიდერობს, სადაც 6 967 420 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზე რჩება ინდოეთი - 5 405 252, ხოლო მესამეზე ბრაზილიაა - 4 528 34.

აქტიურ შემთხვევებში კრიტიკული პაციენტების რიცხვით აგრეთვე პირველ ადგილზეა აშშ, სადაც 14 084 ინფიცირებულის მდგომარეობა რთულია.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა.

მიმდინარე წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.