მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა - ინფიცირების შემთხვევებმა 32 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1600961347
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 32 მილიონს გადააჭარბა.

ამ დროისთვის ჯამში ინფიცირების 32 188 747 ფაქტია დადასტურებული. ასევე გაიზარდა ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობაც, რომელიც ბოლო მონაცემებით, 983 457-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა რაოდენობის მაჩვენებლით კვლავ ამერიკა ლიდერობს, სადაც 7 145 271 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზე რჩება ინდოეთი - 5 765 744, ხოლო მესამეზე ბრაზილიაა - 4 627 780.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა.

მიმდინარე წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.