მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა 45%-ზე მეტი G7-ის ქვეყნებზე მოდის

დიდი შვიდიანი კორონა
1585205773
COVID-19

კორონავირუსი განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით სწრაფად გავრცელდა, ვიდრე განვითარებადში, შესაძლოა გარკვეულწილად ეს აღურიცხაობასა და სუსტ სტატისტიკასაც დაბრალდეს, თუმცა უმთავრესი მიზეზი უფრო ხშირი კონტაქტია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მისი საზღვრებს გარეთ.

G7-ის, იგივე დიდი შვიდიანის ქვეყნების მოსახლეობის წილი დედამიწის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს, თუმცა ეს სახელმწიფოები ჯამურად პლანეტის მშპ-ს 45%-ზე მეტს ფლობენ. ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევათა თითქმის ნახევარი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

1)     იტალია - 74 386 (7503)

2)     აშშ - 68 489 (1032)

3)     გერმანია - 37 323 (206)

4)     საფრანგეთი - 25 233 (1331)

5)     ბრიტანეთი - 9529 (465)

6)     კანადა - 3409 (36)

7)     იაპონია - 1307 (45)

ეს ჯამში 219 676 შემთხვევაა, რაც მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობის 46.5%-ს შეადგენს. ამ 7 ქვეყანაში კორონავირუსით სულ 10 618 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 49.8%.

იტალიის შემდეგ, კორონავირუსის გამო სიტუაცია მძიმდება შეერთებულ შტატებში და დიდი შვიდიანის არაწევრ ესპანეთში. ბოლო 3 დღეა აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთნიშნა რიცხვით იზრდება და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ის ჩინეთსაც გაუსწრებს. ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მეოთხე ადგილზეა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით 25 მარტს ესპანეთმა ჩინეთს გაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა.