მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ყველაზე სახიფათო თვისება დასახელდა

კორონავირუსი,2020
1589036535
COVID-19

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა ჩჟუნ ნანშანმა კორონავირუსის ყველაზე სახიფათო თვისება დაასახელა.

მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე დიდი სირთულე მისი გადაცემის მაღალი მაჩვენებელია. სეზონური გრიპისა და SARS- ის სახეობის ინფექციებისგან განსხვავებით, კორონავირუსს გავრცელების სისწრაფე ახასიათებს, რაც მისი ყველაზე სახიფათო თვისებაა.

მეცნიერმა კორონავირუსთან ბრძოლაში 4 აუცილებელი ღონისძიებაც დაასახელა. ესენია: პრევენცია, ადრეული გამოვლენა, ადრეული დიაგნოზი და ადრეული იზოლაცია.

პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ქმედებები პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას, ხალხმრავალ ადგილებში ტემპერატურის გაზომვასა და ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის დროს მათი განცალკევებით მოთავსებას გულისხმობს.