მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსისგან მსოფლიოში უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

covid-19-ზე რეკომენდაციები
1585825767
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც ეს დაავადება დაამარცხეს. 2 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსისგან 202 627 ადამიანია განკურნებული. ეს რიცხვი ბოლო 10 დღეში გაორმაგდა.

ყველაზე ბევრი - 76 400 გამოჯანმრთელებული ჩინეთზე მოდის, მეორე ადგილზე 26 700 განკურნებულით ესპანეთია, გერმანიაში კორონავირუსი 19 175-მა ადმიანმა დაამარცხა, იტალიაში 16 850-მა.

მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება საქართველოშიც. 2 აპრილის მდგომარეობით 130 ინფიცირებულიდან 26 პაციენტია განკურნებული.