მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსისგან მსოფლიოში უკვე 300 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

stop covid-19
1586289059
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც ეს დაავადება დაამარცხეს. 7 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსისგან 301 315-მა ადამიანია განკურნებული, რაც 5 დღის წინანდელ მონაცემს 50%-ით აღემატება

ყველაზე ბევრი - 77 167 გამოჯანმრთელებული ჩინეთზე მოდის, მეორე ადგილზე 43 208 განკურნებულით ესპანეთია, გერმანიაში კორონავირუსი 36 081-მა ადმიანმა დაამარცხა, იტალიაში 24 392-მა.

მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება საქართველოშიც. 7 აპრილის მდგომარეობით 196 ინფიცირებულიდან 46 პაციენტია განკურნებული.