მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკამ იტალიას გაუსწრო

მექსიკა კორონავირუსი
1594627638
COVID-19

მექსიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დამატებით 276 ადამიანი დაიღუპა. სულ COVID 19-მა ქვეყანაში 35 006 ადამიანი იმსხვერპლა, ამ მაჩვენებლით მექსიკამ იტალიას გაუსწრო და მე-4 ადგილი დაიკავა.

მექსიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა. გარდაცვალების პირველი ფაქტი 19 მარტს გამოვლინდა. შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება. იმავე პერიოდში მატულობს გარდაცვლილთა რიცხვიც.

ინფიცირების ყველაზე მეტი - 7280 შემთხვევა 10 ივლისს ფაფიქსირდა, 4 ივნისს კი ყველაზე მეტი 1092 ადამიანი გარდაიცვალა.

13 ივნისის მდგომარეობით, მექსიკაში ინფიცირების 299 750 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, ინფიცირებულთა 60%-ზე მეტმა - 184 764-მა ადმიანმა ვირუსი უკვე დაამარცხა.