მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები განახევრდა – ესპანეთი

კორონავირუსი, ეკონომიკა, კლება
1586255890
COVID-19

ესპანეთი ნელ-ნელა კორონავირუსს ამარცხებს. ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრებულია და იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ესპანეთში COVID 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 140 510 შემთხვევაა გამოვლენილი და ის ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარტის ბოლო კვირაში შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად 7-8 ათასით იზრდებოდა და ახლა ეს რიცხვი, გარდაცვლილთა რაოდენობის მსგავსად რომელის 900-ს აჭარბებდა განახევრებულია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 3835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 467 პაციენტი გარდაიცვალა.

კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე გამოჯანმრთელებულების რაოდენობის ზრდაა. იმ ადამიანების რიცხვი რომლებმაც ესპანეთში კორონავირუსი დაამარცხეს 43 000-ს აჭარბებს რაც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.