მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირების პროცენტული სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585038369
COVID-19

მართალია კორონავირუსმა ყველაზე მეტად იტალია დააზარალა, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ვირუსის გავრცელების დონე რამდენიმე ქვეყანაში იტალიის მაჩვენებელს აღემატება.

სან-მარინოს იტალიის განცალკევება ძნელია, ის ანკლავს წარმოადგენს იტალიის შიგნით, მაგრამ რადგან ქვეყანა დამოუკიდებელია მისი სტატისტიკა მაინც ცალკე ითვლება. ამ ჯუჯა სახელმწიფოს მოსახლეობა 33 000-ს შეადგენს, საიდანაც კორონავირუსი 187 პირს დაუდგინდა, ყოველი 176 მოქალაქიდან 1 ვირუსის მატარებელია. ანუ ინფიცირებულია მოსახლეობის 0.57%, რაც მსოფლიოში დღეს ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

სან-მარინოს, ასევე პატარა, მაგრამ მოსახლეობით მაინც მასზე 10-ჯერ დიდი ისლანდია მოსდევს. ქვეყანაში, სადაც სულ 330 000 ადამიანი ცხოვრობს 588 ვირუსის მატარებელია - ყოველი 561 მოქალაქიდან 1.

მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში ვირუსის გავრცელება იტალიის მაჩვენებელს აღემატება, ასევე ანდორაში, ლუქსემბურგში, ლიხტენშტეინსა და ვატიკანში, რომელიც სან-მარინოს მსგავსად იტალიაში მდებარეობს და სადაც ინფიცირების სულ 1 შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა იტალიაში 0.1%-ს 23 მარტს გადააჭარბა და ამჟამად ყოველი 940 ადამიანიდან 1 და მილიონიდან - 1057 ვირუსის მატარებელია. მაღალი გავრცელების გარდა ამ ქვეყნის პრობლემა სიკვდილიანობის ძალიან მაღალი 9.5%-იანი მაჩვენებელიცაა, რაც გარდაცვლილთა რაოდენობას აორმაგებს.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.1%-ს კიდევ ერთ ევროპულ სახელმწიფოში - შვეიცარიაში აღემატება. მოსახლეობით 8.5 მლნ-იან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8795-ს მიაღწია, რაც 60 მლნ-იან ბრიტანეთის მაჩვენებელს აღემატება.