მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

თსსუ, კლინიკა
1602940032
COVID-19

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - აცხადებს საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.

არასრულწლოვნის გარდა, ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ მდგომარეობაშია კოვიდინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 214 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.