მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული ორსული კლინიკას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებს

ორსულის ფოტო
1585642237
COVID-19

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ის კლინიკას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელება არ ჰქონია, ვირუსისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომატიკა არ ვლინდება. ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას", - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.