მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ბათუმის ინფექციოური საავადმყოფოს ექთანია

ექთანი covid-19 ის ანალიზით
1585631773
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. ამის შესახებ გვიან ღამით ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

"აღნიშნული პირის ინფიცირების წყარო არის ერთ-ერტი პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი, დაახლოებით 15 პირი, როგორც ოჯახის წევრები, ისე სამედიცინო პრესონალი. ყველა მათგანი მიკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმშია",-აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული. 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.