მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა - მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585377609
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

"დღევანდელო მონაცემებით 85 პაციეტამდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი, მათგან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ექიმები ინიარჩუნებენ სტაბილრობას", - განაცხადა ეზუგბაიამ.

28 მარტის მონაცმებით კორონავირუსის გამო კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტი რჩება.