კორონავირუსის ინფიცირების დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 1 მლნ-ს 2 აპრილს გადასცდა, 5 დღის შემდეგ მლნ-იანი ზღვარი იმ ადამიანების რაოდენობამაც გადალახა ვინც ამ მომენტისთვისაც მკურნალობის კურსს გადის.
გრინვიჩის დროით, 7 აპრილის საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით სულ გამოვლენილია COVID 19-ით ინფიცირების 1 418 887 შემთხვევა, საიდანაც 81 503 ლეტალურად დასრულდა, 301 471 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 035 913 პირი კი მკურნალობის კურსს აგრძელებს.
ინფიცირების ყველაზე მეტი - 391 632 შემთხვევა შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა, ყველაზე მეტი - 17 127 პაციენტი კი იტალიაში გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 196 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდან 3 პაციენტი გარდაიცვალა და 46 გამოჯანმრთელდა.