მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1596525241
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, რათა წყაროს დადგენა მოხდეს.

„დღეს დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ დროისთვის დადასტურებული შემთხვევები 1182-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 3-ით გაიზარდა და შეადგენს 962-ს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ია და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც უცვლელია. ინფიცირების 3 შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მესამე შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიება და წყაროს დადგენა.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, ექიმი ამბობს, რომ ამ კუთხით არსებული სიტუაცია არ შეცვლილა და არც ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი მიუღიათ.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 37 დადასტურებული კოვიდპაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მისივე თქმით, კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

„განიხილებიან როგორც საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქი პაციენტები“, - დასძინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. კოვიდ-19-ის აფეთქება ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გადადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 21 იანვარს დაადასტურა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. გლობალური სტატისტიკა ასეთია - ინფიცირებულია 18 მლნ ადამიანი.