მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული ახალნამშობიარები 27 წლის ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
1606161461
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საავადმყოფოში ჰყავთ კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის იბრძვის. ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კორონავირუსი მხოლოდ ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში არ მძიმდება.

„კორონავირუსს ასაკთან დამოკიდებულება არ ახასიათებს. ახალგაზრდებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვოვანი პრობლემები, ონკოლოგიური პათოლოგია“,- აცხადებს ლევან რატიანი „ტვ პირველის“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔷 ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე იმატებს

🔷 ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა - რატიანი ხელისუფლებას და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

🔷სამუშაო საათების შემცირება, ტრანსპორტის შეჩერება - ქვეყანაში შეზღუდვები გაფართოვდება