მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებულთა ზრდის ტემპი 3 კვირიან მინიმუმზეა

კორონავირუსი, ეკონომიკა, კლება
1596524239
COVID-19

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3 აგვისტოს მსოფლიოში 199 861-ით გაიზარდა, რაც 13 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1 კვირის წინ, ახალ შემთხვევათა რაოდენობა 290 000-ს აღწევდა.

ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 ათასით გაიზარდა, რაც ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 21 ივლისის შემდეგ და 3.5-ჯერ ნაკლები 29 ივლისთან შედარებით.

13 ივლისის მაჩვენებელს დაუბრუნდა მექსიკაც, ხოლო სამხრეთ აფრიკაში 22 ივნისის შემდეგ ინფიცირების ყველაზე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ზედიზედ მეოთხე დღეა მკვეთრად კლებულობს, თუმცა გადაჭრით იმის თქმა, რომ მას მუდმივი ტენდენციის სახე ექნება, ჯერ კიდევ ადრეა.