მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID 19 -ით რვა პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1586290012
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დადასტურებული COVID 19 -ით კიდევ ორი პაციენტი დაემატა. მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია.

მეორე პაციენტი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID 19 -ით რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ გამოკვლეული არ არის. ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ.