მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტიმებით არასრულწლოვანი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1586189002
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით არასრულწლოვანი შეიყვანეს. მისი ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არასრულწლოვანის ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.

ლაბორატორიიდან ასევე ელოდებიან ახალგაზრდა მამაკაცის საკონტროლო ტესტის პასუხს, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

თუკი ტესტმა ორჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა ,ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.