მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1585551374
COVID-19

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს 7 პაციენტის კორონავირუსზე ანალიზის პასუხები უარყოფითია. ერთი პირის ანალიზის შედეგები კი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

კლინიკაში აღნიშნული დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს. ახალაზრდა კაცს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, 72 წლის კაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

იმერეთის ოთხ საკარანტინე ზონაში ამ დროისთვის 429 მოქალაქეა მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათ შემოწმება უტარდებათ და ამ დროისთვის კარანტინიდან კლინიკაში არავინ არის გადაყვანილი. იმერეთში თვითიზოლაციაში 400 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევაა დადასტურებული. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.