მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის N15 სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

სკოლა ქუთაისში
1601365335
COVID-19

ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.

როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კორონავირუსზე რამდენიმე მასწავლებელს ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა ყველას პასუხი უარყოფითი იყო.

დირექტორის თქმით, სწავლის გადადება არ იგეგმება და 1 ოქტომბერს დაიწყება.

მისი განცხადებით, სკოლაში დაცულია ყველა რეკომენდაცია.