მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1594570453
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შუახნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს.

კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა აჭარაშიც დადასტურდა. ინფიცირებული ამ შემთხვევაშიც სატვირთო მანქანის მძღოლია. ის თურქეთის მოქალაქეა და მას დღეს საკუთარი სურვილით, სტამბოლში გადაიყვანენ.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველა იმპორტირებულია.