მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყანა, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დასტურდება

ტაჯიკეთი დუშანბე
1585747385
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაჯიკეთში გალინა პერფილიევამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში კოროვირუსის შემთხვევა არ დასტურდება.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ლაბორატორიასთან, რომელიც ტაჯიკეთში PCR ტესტირებას ატარებს. ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება",- აღნიშნა გალინა პერფილიევამ.

ცნობისთვის, ტაჯიკეთში კორონავირუსზე კვლევა 700–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ტესტები გადასამოწმებლად მოსკოვსა და ლონდონში გადაიგზავნა, თუმცა კორონავირუსის შემთხვევა არც მათმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს.