მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყნები, ყველაზე მეტი ინფიცირებულით - ორშაბათის დილის მონაცემები

კორონავირუსი, ეკონომიკა, კლება
1586151274
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსის 1 მილიონ 274 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აშშ-ში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ის 336 830 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 157 ახალი შემთხვევაა. აშშ-ს ესპანეთი მოსდევს, სადაც კორონავირუსის 131,646 შემთხვევაა დადასტურებული. მესამე ადგილს იტალია იკავებს, იქ COVID-19-ის 128,948 შემთხვევაა დადასტურებული, მეოთხე ადგილზე კი, გერმანიაა 100,123 დადასტურებული შემთხვევით.

საფრანგეთში COVID-19-ის 92,839, ჩინეთში 81,708, ირანში 58,226, თურქეთში კი, 27,069 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 174 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.