მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტური კვლევა შემოდგომიდან ჩატარდება

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1591003265
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე სეროპრევალენტობის კვლევა შემოდგომიდან ჩატარდება. თუმცა, ეს არ იქნება სწრაფი ტესტი. კვლევა ჩატარდება კლასიკური სეროლოგიური მეთოდით, რომელიც დაფუძებულია იმუნურ ანალიზზე, ე.წ. ელაიზაზე, რომელიც გამყრელიძის თქმით, ზუსტ მონაცემებს იძლევა.

მანამდე კი, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სეროპრევანელტური კვლევა ჩატარდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, ტურისტულ ობიექტებზე.

"ახლა ვმუშაობთ ტურისტულ მარშრუტებზე, რომელიც ძირითადად დატვირთული იქნება

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, შემოდგომიდან ჩვენ ვგეგმავთ კლასიკულ სეროპრევალენტობის კვლევას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, სადაც შერჩეული იქნება რამდენიმე ათასი. დაახლოებით ამ ტიპის კვლევა ჩვენ ჩატარებული გვაქვს C ჰეპატიტთან მიმართებაში, როდესაც 7 000-ზე მეტი ადამიანი იყო შერჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით, და ყველა რეგიონზე მოგვცა მან ინფორმაცია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.