მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე

 კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე
1627459265
COVID-19

კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე, - ამის შესახებ კვლევა სამედიცინო ჟურნალში The Lancet-ში გამოქვეყნდა.

კვლევა მონაწილე მეცნიერების ცნობით, ინტელექტის დაქვეითება გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება და მათაც ეხება, ვინც COVID-19 მსუბუქად გადაიტანა.

კვლევაში მონაწილეობა 81 337 ადამიანმა მიიღო რომლებმაც შეავსეს სრული გაფართოებული კითხვარი.

კვლევა დამტკიცდა საიმპერატორო კოლეჯის კვლევის ეთიკის კომიტეტის მიერ (17IC4009).

მონაცემების დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა კოვიდგადატანილების შედეგები კვლევის ჯანმრთელი მონაწილეების მონაცემებს შეადარეს. გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის სქესი, ასაკი, განათლების დონე, სოციალურ-დემოგრაფიული, ეკონომიკური, პროფესიული და ცხოვრების სტილის ცვალებადობების ფართო სპექტრი, შემოსავალი და ა.შ.

კვლევისას დადგინდა, რომ კოვიდგადატანილებმა კოგნიტიური დეფიციტი აჩვენეს, ტესტი მათზე უარესად გაიარეს, ვისაც კოვიდი არ ჰქონია. განსაკუთრებით ეს იმ დავალებებში იყო თვალსაჩინო, რომელთა შესასრულებლად დაგეგმარება, გადაწყვეტილების მიღება და აბსტრაქტული აზროვნება იყო საჭირო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 შეიძლება თუ არა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება?

👉 „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

👉 „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

👉 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზში?