მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

სინოფარმი
1626930891
COVID-19

„სინოფარმის“ ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში, - კვლევის ამ შედეგებს შრი-ლანკას უნივერსიტეტი აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეობდნენ ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

კვლევის დაფინანსება განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის და ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის (CAMS) სამედიცინო მეცნიერების ინოვაციური ფონდის (CIFMS) მიერ.

„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იმავე დონით ვლინდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რომელიც კოვიდ 19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ დასტურდება.

როგორც კვლევამ აჩვენა, გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინირებულთა 81,25%-ში წარმოიქმნა, თანაც ბუნებრივი ინფექციის გადატანის მსგავსი მაჩვენებლით.

საერთო ჯამში, „სინოფარმის“ ვაქცინის მიერ დელტა შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 1,38-ჯერ არის შემცირებული თავდაპირველ, უხანის შტამთან შედარებით.

„დასკვნა ის გახლავთ, რომ როდესაც საქმე დელტას და სხვა ვარიანტებს ეხება, „სინოფარმის“ ვაქცინა იგივე დონის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რასაც ადამიანები ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ, რაც ძალიან კარგი ამბავია. 20-დან 39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98%-ს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 93%-ს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება“, - განაცხადა პროფესორმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული. ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“