მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან გოფოძე: პლაქველინით ვისაც ვმუკრანობდით, რამდენიმე უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
1588585657
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, პრეპარატი პლაქველინი მის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე მხოლოდ მძიმე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის რამდენიმე უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

"პლაქველინს ჩვენ მსუბუქ და საშუალო პაციენტებთან არ ვიყენებთ, არამედ იმ პაციენტებთან, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, კერძოდ აქვთ ორმხრივი მწვავე პნევმონია დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით და ა.შ.",- აღნიშნა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, პლაქველინის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 38 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან რამდენიმეს პნევმონია აქვს. კლინიკაში 5 პაციენტის განკურნებას ელიან.