მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: ინფიცირებულმა ორსულმა კლინიკა დირექციის თანხმობით დატოვა

საუნივერსიტეტო კლინიკა
1603881427
COVID-19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ინფიცირებულმა ორსულმა პაციენტმა კლინიკა თავისი სურვილითა და კლინიკის გადაწყვეტილებით დატოვა, რადგან მას თვითიზოლაციის საშუალება აქვს.

„პაციენტს უფლება აქვს შეწყვიტოს მკურნალობა იმის მიუხედავად, სჭირდება თუ არა ეს. ამ შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებდა ჰოსპიტალურ მკურნალობას, რადგან არც დედის და არც ნაყოფის ჯანმრთელობა, არ შეესაბამება პათოლოგიურ მდგომარეობას.

რადგანაც მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა და მისი ოჯახის ყველა წევრს დადასტურებული აქვს კორონავირუსი, კლინიკის დირექტორმა დაცვის სამსახურთან ერთად, გადაწყვიტა პაციენტს დაეტოვებინა კლინიკა“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა პატიენტმა, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მკურნალობის პერიოდის დასრულებამდე დატოვა. 30 კვირის ორსული კლინიკაში 21 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა მან სტაციონარში მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამყრელიძე: ორსული კოვიდ კლინიკიდან არ გაქცეულა, გაეწერა

👉 კორონავირუსი 1 თვის ჩვილმა დაამარცხა

👉 ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ტყუპი ვაჟი ეყოლა