მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკა სოლოღაშვილი: 3 ახალ პაციეტს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო

ბოჭორიშვილის კლინიკა
1586240750
COVID-19

დღეს კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.

"მათი ოჯახის წევრები უკვე მკურნალობენ აღნიშნული დიაგნოზით. სამი ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა", - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის კრიტიკული პაციენტი არ არის, მხოლოდ ერთია საყურადღებო.

ცნობისთვის, საქართველოში კოროავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.