მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა

ბოჭორიშვილის კლინიკა
1586155341
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

"2 ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება. მათი კონტაქტები დადგენილია. სწორედ, დადგენილი კონტაქტების შემდეგ შემოვიდნენ ეს პაციენტები. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ", - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 10 პაციენტს აქვს დადასტურებული. ამ 10 პაციენტიდან კი, 2 ახალია.

გარდა ამისა, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტიდან 4-თან მიმდინარეობს კვლევა, გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 188 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 36 გამოჯანმრთელდა.