მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ენდელაძე: ჯამში 16 კრიტიკული პაციენტი გვყავს

ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
1600759362
COVID-19

„საერთო ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 33 კოვიდდადასტურებული პაციენტი იმყოფება.

„აქედან სამი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ვერ ვიტყვი, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება გვაქვს, რადგან მაქსიმალურად ხორციელდება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, ჯერჯერობით კონტაქტების კვლევა სრულყოფილად ხორციელდება“, - განაცხადა ენდელაძემ.

ექიმის განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა ძალიან საყურადღებოა.

„ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა არ არის, საყურადღებოა და არა საგანგაშო. ეს არ არის დრამატული მატება, ვფიქრობ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას სრულად მოერევა. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი 35 სტაციონარია, რომელიც ემსახურება კოვიდინფიცირებულებს, კიდევ ხდება მათი დამატება. პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან ტრენინგები ტარდება“, - დასძინა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს 22 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 137 აჭარაში გამოვლინდა, ხოლო თბილისში 47 შემთხვევა. დღესვე კოვიდინფექციით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.