მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: 4 მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586327960
COVID-19

"მძიმე პნევმონიით 4 პაციენტიდან 2 უკვე დასტაბილურდა და გადაყვანილი არიან ჩვეულებრივ განყოფილებებში. იმედი გვაქვს დანარჩენი ორიც მალე უკეთესად იქნება",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ 2 პაციენტთან არ არის აღმოჩენილი ინფიცირების წყარო, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ინფექციურ კლინიკაში ეროვნული ბანკის 8 ინფიცირებული თანამშრომელი მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან 5 ბათუმში, 2 ქუთაისში, დანაარჩენი ხუთი კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა.

საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 46, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი.